ხანგრძლივი კვლევების მიხედვით, ვაპინგი უფრო უსაფრთხოა ვიდრე სიგარეტის მოწევა

ხანგრძლივი კვლევების მიხედვით, ვაპინგი უფრო უსაფრთხოა ვიდრე სიგარეტის მოწევა

ყოველი ახალი კვლევა ელექტრო სიგარეტის შესახებ ანაცვლებს უარყოფით დამოკიდებულებას მის მიმართ. ეს პროცესი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა პოპულარული გახდა სიგარეტის ეს ალტერნატივა. თავის მხრივ ამან გამოიწვია ბევრი გაურკვევლობა იმის შესახებ არის თუ არა ვაპინგი ცუდი ჯანმრთელობისთვის. გრძელვადიანი კვლევების საფუძველზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ სიგარეტის მოწევა გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. აქამდე მკვლევარები აანალიზებდნენ ელექტრო სიგარეტის პროდუქტს ან იკვლევდნენ მათ გავლენას ცხოველებსა და უჯრედულ მოდელებზე.

ახალი კვლევა დაფინანსებული დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევითი ცენტრის მიერ პირველია, რომელიც სწავლობს ელექტრო სიგარეტის  გავლენას ადამიანის სხეულის დონეზე ხანგრძლივი დაკვირვებით. შედეგები იმედისმომცემია.

მკვლევარები აკვირდებოდნენ მწეველთა ხუთ ჯგუფს: სიგარეტის მწეველებს, ყოფილი მწევლებს, რომლებიც ახლა ელექტრო სიგარეტს ეწევიან, ყოფილ მწევლებს, რომლებიც ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპიის კურსს გადიან და მოქმედ მწეველებს, რომლებიც როგორც ელექტრო სიგარეტს ეწევიან ან სარგებლობენ ნიკოტინის ჩანაცვლებითი პროგრამით.

კვლევების მიხედვით გაირკვა, რომ  ვინც მხოლოდ ელექტრო სიგარეტს ეწევა ან  ზემოთხსენებულ თერაპიას გადის აქვს კარცინოგენის ( სიმსივნის გამომწვევი ნივთიერება) გამომუშავების მნიშვნელოვნად დაბალი დონე, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ სიგარეტს ეწევა, ან მათ ვინც ელექტროსიგარეტს და ჩვეულებრივ სიგარეტს ერთდროულად ეწევა და ასევე მათ, ვინც სიგარეტსაც ეწევა და თერაპიის კურსითაც სარგებლობს.

181 მონაწილის შარდისა და ნერწყვის ანალიზის შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კიბოსთან დაკავშირებული ქიმიური ნივთიერებების დონე 97.5 % – ით ნაკლებია ყოფილ მწეველებში, რომლებიც ახლა ელექტრო სიგარეტს ეწევიან, ვიდრე მოქმედ მწეველებში.

„მწეველთა და ელექტრო სიგარეტის მომხმარებლებთათვის განკუთვნილი ინდივიდუალური გზავნილი ის არის, რომ ელექტრო სიგარეტის გრძელვადიანი გამოყენება შესაძლოა არსებითად სასარგებლო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევა. უფრო კონკრეტულად კი შეიძლება შეამციროს კიბოს რისკებიც. ელექტრო სიგარეტი ნამდვილად უსაფრთხოა , ვიდრე სიგარეტი,“ ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი Lion Shahab, რომელიც იკვლევს სწორედ ამ თემას.

სიგარეტის მოწევისას არ იზრდება მხოლოდ კიბოს რისკი. Lion Shahab – ის თქმით, მომდევნო ტესტისთვის საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება მწევლებზე, რათა განისაზღვროს მათი რესპირატორული ( სუნთქვითი) და გულსისხლძარღვთა მდგომარეობა.

 

წყარო

Vaping is safer than smoking cigarettes, according to long-term study

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar