რამდენი ადამიანი იყენებს ვეიპს მსოფლიოს გარშემო

რამდენი ადამიანი იყენებს ვეიპს მსოფლიოს გარშემო

მას შემდეგ რაც ელექტრო სიგარეტი გავრცელდა მსოფლიო მაშტაბით, შეიძლება ჩანდეს
რომ მას არ ჰყავს იმდენი მიმდევარი რამდენიც სიგარეტს, რაც ნაწილობრივ შეესაბამება
სიმართლეს რადგან მათ ვინც ჩვეულებრივ სიგარეტს ეწევა უადვილდებათ
სოციალიზაცია გარშემომყოფებთან, მეტი ადამიანია მწეველი რომლებიც ერთმანეთს
სიგარეტს უზიარებენ. რათქმაუნდა სოციალურ გარემოში ადაპტირების კუთხით მათ
მეტი უპირატესობა აქვთ. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ვეიპის მომხმარებელთა რიცხვი
საკმაოდ გაზრდილია ბოლო წლების განმავლობაში ,ელექტრო სიგარეტი დღესდღეობით
უფრო პოპულარულია ვიდრე ოდესმე ყოფილა.

მაინც რამდენი ადამიანი მოიხმარს დღეს ელექტრო სიგარეტს მთელს მსოფლიოში?
სწორედ ამ შეკითხვას გვსურს ვუპასუხოთ, ვინაიდან ბაზარზე შედარებით ახალი
პროდუქტია და მომხმარებლისთვის კვლევა ნაკლებად ხელმისაწვდომი, მწირი და
განუვითარებელია ჩვენ შევეცდებით წყაროებსა და უახლეს სტატისტიკაზე
დაყრდნობით (ცოტა მარტივი მათემატიკის გამოყენებით), შევაფასოთ ეს რიცხვი.

ელ-სიგარეტების მსოფლიო გამოყენების სავარაუდო მაჩვენებლის გამოთვლა რთულია,
მაგრამ არა შეუძლებელი.რადგან ყოველდღიურად იცვლება საბაზრო მონაცემები
.ზოგიერთ ქვეყანაში ცვლილებები მოულოდნელად ხდება რაც გავლენას ახდენს
მთლიან სურათზე.ზოგიერთმა განვითარებულმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში
უკიდურესი ზრდა შენიშნა. იმისათვის, რომ ჩვენი გლობალური შეფასებები
მაქსიმალურად სამართლიანი იყოს, ჩვენი დასკვნა ეფუძვნება ორ საიმედო მონაცემთა
ბაზას ესენია : CDC და Euromonitor International.
ამ წყაროებზე დაყრდნობით კი ჩვენ ვიცით :
 CDC- ის მონაცემებით, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 9
მილიონი ელ-სიგარეტის მომხმარებელია
 Euromonitor International- ის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
მსოფლიოს მთლიან მომხმარებელთა 43.2% შეადგინა

ამ სტატისტიკის გამოყენებით ჩვენ დავასკვენით , რომ მსოფლიოში სულ მცირე 20
მილიონი ადამიანი მოიხმარს ელექტრო სიგარეტს . მიუხედავად იმისა, რომ გლობალური
მომხმარებლის ბაზა ყოველდღიურად იზრდება,ყველაზე საინტერესო და
მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ თანდათან იცვლება კანონები და აღქმა „ვეიპინგის“
შესახებ.

რამდენი ადამიანი იყენებს „ვეიპს“ ჩრდილოეთ ამერიკაში ?
ჩრდილოეთ ამერიკა შედგება სამი მთავარი ქვეყნისაგან, რომლებსაც ძალიან
განსხვავებული ბაზრები და კანონები აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს
წამყვან ბაზრად ითვლება ელექტრო სიგარეტისთვის,CDC- ი აფასებს, რომ ქვეყნის
მოზარდების დაახლოებით 3.7% ამჟამად ელექტრონულ სიგარეტს იყენებს
ყოველდღიურად ან რამდენიმე დღეში ერთხელ. ვაშინგტონში ქვეყნის სახელმძღვანელო
პრინციპებით თვლიან ,რომ ელექტრონული სიგარეტის პროდუქცია ისევე უნდა
დარეგულირდეს, როგორც თამბაქოს პროდუქტი. კანადის ბაზარზე კი მომხმარებელთა
რიცხვი სავარაუდოდ შეადგენს 308,000-დან 946,000- მდე ადამიანს. ეს რიცხვი
ეფუძნება Waterloo – ს უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის
მიხედვითაც 946,000 კანადელმა გამოიყენა ელექტრონული სიგარეტი ბოლო 30 დღის
განმავლობაში, ხოლო 308,000 ყოველდღიურად იყენებს მოწყობილობას.უმეტესობა
რეგულაციებისა ჩატარდა პროვინციულ თუ მუნიციპალურ დონეზე, ამიტომაც მკაცრი
რეგულაციები მთავარ ქალაქებს ნაკლებად შეეხო.ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ
პროვინციაში არსებობს შეზღუდვები იმის შესახებ, თუ სად შეუძლია მომხმარებელს
მოიხმაროს თავისი აპარატი, და მეორეს მხრივ სხვა პროვინციებში იგივენაირი
შეზღუდვები ვრცელდება არა ელექტრო არამედ ჩვეულებრივ სიგარეტზე,რაც შეეხება
მექსიკას არ არის ცნობილი რამდენი მომხმარებელი არსებობს მექსიკაში.მათი მიდგომა
და კანონებიც ძალიან გაუგებარია,ჩვენთვის ცნობილია რომ მექსიკაში მკაცრი
შეზღუდვები არსებობს თამბაქოს ნაწარმის გაყიდვაზე, განაწილებაზე, წარმოებასა და
პოპულარიზაციაზე.
რამდენი ადამიანი იყენებს „ვეიპს“ ევროპაში ?
ევროპის ყველაზე მაღალი ზრდის მქონე ბაზარი გაერთიანებული სამეფოა, სადაც
დაახლოებით 2.8 მილიონი მომხმარებელია.ეს რიცხვი 2012 წლიდან ოთხჯერ გაიზარდა,
მაშინ ქვეყანაში მხოლოდ 700 000 მომხმარებელი იყო. დიდ ბრიტანეთში, ელ-სიგარეტი
გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტი მოცულობით და 50% -იანი
წლიური ზრდით რამაც გაყიდვებში 17.3 მილიონი შეადგინა. რუსეთს ახლა 1.5
მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. პოპულარობის მიუხედავად კი პირველი მაღაზია
2014 წლამდე არ გახსნილა. დღესდღეობით „ვეიპის“პოპულარობამ პიკს მიაღწია
მოსკოვში სადაც 1400-ზე მეტი მაღაზია გაისხნა.ანალოგიური სიტუაციაა გერმანიაში,
სადაც „ვეიპერთა“ რიცხვი უკვე ორი მილიონს ითვლის. თუმცა მოსალოდნელია,

უახლოეს მომავალში გაიზარდოს. სხვა ევროპულ ქვეყნებში ელ-სიგარეტის გამოყენების
სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება :

 საფრანგეთი: საფრანგეთის ნარკოპრეპარატებისა და ნარკოლოგიის
მონიტორინგის მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევა აჩვენებს, რომ 7.7-დან და
9.2 მილიონმდე ფრანგი რაღაც ეტაპზე მოიხმარდა ელექტრო სიგარეტს.
 იტალია: მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი იტალიაში შემცირდა 2014 და 2015
წლებში, 2016 წელს აჩვენა პერსპექტიული ზრდა.სავარაუდოდ, იტალიაში
დაახლოებით 2.34 მილიონი მომხმარებელია, მათ შორის კი ყოველდღიურად
1.38 მილიონი მოიხმარს ელექტრო სიგარეტს.
 პოლონეთი: პოლონეთში დაახლოებით 1.5 მილიონი მომხმარებელია, რომლებიც
დაახლოებით 129 მილიონ დოლარს ხარჯავენ „ვეიპთან“ დაკავშირებულ
პროდუქციაზე.

რამდენი ადამიანი იყენებს „ვეიპს“ აზიაში ?
აზია არის ყველაზე ხალხმრავალი კონტინენტი პლანეტაზე, მოსახლეობა შეადგენს 4.15
მილიარდს. რაც აფრიკის მოსახლეობას 4-ჯერ აღემატება. შედეგად, მიუხედავად იმისა,
რომ შეღწევადობის სიმჭიდროვე მაღალია აშშ-ში, აზიაც არ ჩამოუვარდება. აზიის
უმსხვილესი საბაზრო ქვეყანა არის მალაიზია. ამჟამად,მალაიზია დაახლოებით 1 მილიონ
„ვეიპერს“ ითვლის, რომლებიც $ 117 მილიონს ხარჯავენ წელიწადში ელექტრონული
სიგარეტის პროდუქციაზე . ამ ბაზრის სწრაფი ზრდა გამოწვეულ იქნა ძირითადად
მთავრობის მიერ რეგულირებების არარსებობის გამო, რამაც მცირე მეწარმეებს
საშუალება მისცა საკუთარი ბიზნესი დაეწყოთ და ელექტრონული სიგარეტი და მისი
პროდუქტები გაეყიდათ სახელმწიფოსგან შეზღუდვების გარეშე.თუმცა,მალევე
შეიცვალა მდგომარეობა, დაწესდა შეზღუდვები და რეგულაციები.გარდა ამისა,
მალაიზიის ეროვნულმა Fatwa საბჭომ აკრძალა „ვეიპი“ მუსულმანური რელიგიის
მოტივებზე დაფუძნებით.მალაიზიის მოსახლეობის 61% კი ისლამის მიმდევარია,
რელიგიის მიმართ მათი მკაცრი დამოკიდებულების გამო მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა.
2016 წელს, იაპონიაში 4.6 მილიონი დოლარის ოდენობის გენერირებული ორთქლის
წარმოების მოწყობილობები და პროდუქტები გაიყიდა.მიუხედავად იმისა, რომ ეს არის
მცირე რიცხვი უფრო დიდ ბაზრებთან შედარებით, ეს თანხა ხუთჯერ აღემატება გასული
წლის შემოსავალს.

ჩინეთს, რომელიც აწარმოებს მთელ მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვან პროდუქციას
დაკავშირებულს ელექტრო სიგარეტებთან და ითვლება მის სამშობლოდ, ირონიულად
ჰყავს ძალიან მცირე რაოდენობის „ვეიპერები“.მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა
რაოდენობა დაბალია, პროპორციულად მაღალია საბაზრო პოტენციალი და შემოსავალი.

კორეის მწარმოებელმა კი განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში დაახლოებით მილიონი
„ვეიპერია“.კორეის ბაზარს აქვს გარკვეული რთული საკითხები, ამიტომ გაურკვეველია
ზუსტად რა სარგებელი მოაქვს ელექტრო სიგარეტს კონკრეტულად მათი ბაზრისთვის.
NCBI-ს კვლევები აჩვენებს რომ ელექტრონული სიგარეტი ინდონეზიაში დაახლოებით
მოსახლეობის 10.9%- მა გასინჯა .ამ პირთაგან 2.5% -მა ელექტრონული სიგარეტის
რეგულარული გამოყენება დაიწყო . 261.1 მილიონიანი მოსახლეობით ინდონეზიაში
დაახლოებით 711 000 მომხმარებელია.
Mirror- ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ფილიპინების დაახლოებით 4%
რეგულარულ ან შემთხვევით საფუძველზე ელ-სიგარეტს იყენებს. რაც დაახლოებით
მოსახლეობის 10.1 მილიონს შეადგენს
ავსტრალიის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ცენტრის კვლევების თანახმად,
ავსტრალიის მოსახლეობის 12.2% მწეველია.მათგან დაახლოებით ერთი მესამედს (31%)
, გასინჯული აქვს ელექტრო სიგარეტი, მაგრამ მხოლოდ 4.4% იყენებს მათ
რეგულარულად ავსტრალიის მოსახლეობა შეადგენს 24.13 მილიონს, აქედან
დაახლოებით 2.94 მილიონი მწეველია ხოლო დაახლოებით 129,000 რეგულარულად
მოიხმარს ელექტროს.
აფრიკის მდგომარეობა შედარებით უცნობია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არ არსებობს
რაიმე კონკრეტული სტატისტიკა ან კვლევა.თუმცა, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში,
მოპოვებულ იქნა ინფორმაცია 200,000 „ვეიპერის“ შესახებ.
არგენტინაში კი 2011 წელს ელ-სიგარეტის გაყიდვა და იმპორტი საერთოდ აკრძალა.
ასევე მოიქცა ბრაზილია და ურუგვაი, მათ აკრძალეს ელექტრონული სიგარეტის
დამზადება და გაყიდვა 2014 წელს.

და მაინც რამდენი ადამიანი იყენებს „ვეიპს“ ? ბევრი
შეუძლებელია დავაკონკრეტოთ ზუსტი ციფრები, თუმცა ჩვენ ვეცადეთ შევხებოდით
ყველა ქვეყანას და გვეჩვენებინა დღევანდელი მდგომარეობა.არსებობს ერთი რამ, რაც
ჩვენ დანამდვილებით ვიცით, ელექტრო სიგარეტი დროთა განმავლობაში ხდება მეტად
პოპულარული და მოთხოვნადი ვიდრე ოდესმე. სულ ცოტა 20 მილიონი ადამიანია
მთელს მსოფლიოში ვინც რეგულარულად მოიხმარს „ვეიპს“. შეიძლება ჩვენი
გამოთვლები არ იყოს ზუსტი რადგან ჩვენ არ ვართ მათემატიკოსები, ჩვენ ვართ

მიწვეული ექსპერტები მაგრამ მაინც ვთვლით რომ ეს ჩვენი კვლევა დაეხმარება ბევრ
დაინტერესებულ ადამიანს ზოგადი წარმოდგენა შეექმნას „ვეიპის“ გამოყენების შესახებ
მთელი მსოფლიოს გარშემო.

 

წყარო – https://vaping.com/blog/data/how-many-people-vape-around-the-world/

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar