ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  (PHE) მიხედვით ელექტრო სიგარეტი უნდა გახდეს  ხელმისაწვდომი

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  (PHE) მიხედვით ელექტრო სიგარეტი უნდა გახდეს  ხელმისაწვდომი

მსგავსი მოთხოვნის საფუძველია ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული  გამოკვლევები, რომელთა დასკვნაში გამოჩნდა, რამდენად გამოსადეგი ინსტრუმენტია ელექტრო სიგარეტი მათთვის, ვისაც მოწევისთვის თავის დანებება სურს.

PHE-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, წელიწადში  სულ მცირე 20 000 ადამიანი ანებებს მოწევას თავს, ელექტრო სიგარეტის მეშვეობით.
მათი განცხადებით  ელექტრო სიგარეტები უნდა იყიდებოდეს საავადმყოფოებში და არსებობდეს ცალკე გამოყოფილი ადგილები,თუნდაც ცალკეული პალატები, სადაც  ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები, შეძლებენ ელექტრო სიგარეტის გამოყენებას.

2016 წელს უელსში ცდილობდნენ შეეზღუდათ ელექტრო სიგარეტის მოხმარება რამოდენიმე დახურულ სექტორში, სკოლებში, საავადმყოფოებსა  და საკვებ პუნქტებში, რადგან მათი მოსაზრებით ეს სიგარეტის მოწევის პროპაგანდად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, თუმცა ეს კანონი არ დამტკიცდა რადგან აზრი კვლავ ორად გაიყო.

ამჟამად ელექტრო სიგარეტი არ არის ლიცენზირებული დიდ ბრიტანეთში, როგორც სიგარეტისთვის თავის დანებების ეფექტური მეთოდი ამიტომ   PHE  მოუწოდებს მწარმოებლებს მიიღონ სამკურნალო ლიცენზია

„ვფიქრობთ რომ ყველა ნაბიჯი რაც გადადგმული იქნება მწარმოებელთა სასარგებლოდ გააადვილებს ელექტრო სიგარეტის მიღებას საზოგადოებაში“ –  განაცხადა PHE- ის ჯანდაცვის გაუმჯობესების დირექტორმა ჯონ ნიუტონმა.

ის ამბობს რომ მათ მთავარ მესიჯად კვლავ რჩება ელექტრო სიგარეტის მიერ გამოწვეული ნაკლები ზიანი,  ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით

ლონდონის King’s college -ის პროფესორი ენი მაკნეილი აცხადებს რომ მიუხედავად ყველა ანტი თამბაქოს კამპანიისა, მწეველები მაინც ვერ აცნობიერებენ რაოდენ ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას, ჩვენთვის ცნობილი 7000 მინარევისგან რომელსაც შეიცავს სიგარეტი 70 ცნობილია როგორც კიბოს გამომწვევი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ელექტრო სიგარეტს არ აქვს „კვამლი“ უკვე ბევრ დადებითზე მიუთითებს. რათქმაუნდა ნიკოტინი რომელსაც შეიცავს ელექტრო სიგარეტი ვერ იქნება ჯანსაღი პროდუქტი,  თუმცა ნაკლებად საზიანო ვიდრე სიგარეტი რათქმაუნდა არის, ჩვენთვის ცნობილია რომ სიგარეტის „კვამლი“ არის პირველი მიზეზი სიკვდილიანობისა და სხვადასხვა დაავადებების“.
კიდევ ერთი საწინააღმდეგო არგუმენტი ეხებოდა ახალგაზრდების ჩართულობას ელექტრო სიგარეტის პროპაგანდაში თუმცა ეს მოსაზრებაც გაქარწყლდა, რადგან კვლევის თანახმად მოზარდების  1 %-ზე ნაკლები  იყენებს ელექტრო სიგარეტს რეგულარულად.

წყარო – http://www.bbc.com/news/health-42950607

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar