ვაპინგი VS თამბაქო – მხოლოდ ფაქტები

ვაპინგი VS  თამბაქო – მხოლოდ ფაქტები

ფაქტები ვეიპინგის შესახებ

 

ვეიპინგი საკმაოდ ახალი თემაა ბაზარზე, ის დაახლოებით ათწლეულის წინ შეიქმნა.ის არ ყოფილა საზოგადოებისთვის ცნობილი იმდენად რამდენად გავრცელებულიც იყო თამბაქო, ამიტომ საზოგადოების ნაწილმა საერთოდ არაფერი იცოდა მის შესახებ.დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ადამიანის ორ ჩვევაზე მოწევასა და ვეიპინგზე.გავიგებთ რით განსხვავდება და რა საერთო აქვთ ამ ორ ჩვევას ადამიანის ორგანიზმისთვის.

არასაკმარისი სტატისტიკების, ცდებისა და გამოკვლევების გამო უპასუხოდ დარჩა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა.თუმცა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ექსპერიმენტების ჩატარებისა და ზოგადი სტატისტიკის მაჩვენებელი.იმისათვის რომ მოვახდინოთ ვეიპინგისა და თამბაქოს მოხმარების შედარება საჭიროა გავითვალისწინოთ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ყურადღება მივაქციოთ თოთოეულ სანდო ფაქტს.

 

 

ვეიპინგი მოწევის წინააღმდეგ : თამბაქოში შემავალი ქიმიკატები

მოწევის პროცესი მოიცავს თამბაქოს წვას, რომელიც შეიცავს ათასობით ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 20+ კიბოს წარმომქნელ ნაერთად არის ცნობილი.ჩვენ შეგვიძლია დეტალურად განვიხილოთ სიგარეტში შემავალი შხამიანი ნივთიერებები და აი ისინიც :

ნიკოტინი – ნარკოტიკული ქიმიკატი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

წყალბადის ციანიდი

ფორმალდეჰიდი

დარიშხანი

ამიაკი

კარბონის მონოქსიდი

ნიტროზამინები

პოლიკულური ნახშირწყალბადები

არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი რომ ყველა ეს ნივთიერება შხამიანი და პირდაპირ მოწმედებს ადამიანის ორგანიზმის წამყვან ორგანოებზე როგორებიცაა გული, ფილტვი,ძვლები და ა.შ. თამბაქოს მოკიდების შედეგად ყველა ეს ნივთიერება აქტიურდება და ერთდროულად ვრცელდება მთეელ ორგანიზმზე რაც დარტყმას აყენებს მას.

 

 

 

 

 

ვეიპინგი მოწევის წინააღმდეგ : ელექტრო სიგარეტში  შემავალი ქიმიკატები

ნიკოტინი – ნარკოტიკული ქიმიკატი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. (თუმცა სიგარეტთან შედარებით ელექტრო სიგარეტში გამოიყენება ნაკლებად საზიანო ნიკოტინი და მისი რეგულირება თავად მომხმარებელს შეუძლია)

 

პროპილენგლიკოლი

ბოსტნეულის გლიცერინი

აცალდაჰედი

ნიტროზამინები

ნებისმიერი სხვა ქიმიური ნივთიერებები ძირითადად დაკავშირებულია არომატების მრავალფეროვნებასთან. რომელთა უმრავლესობა გამოიყენება საკვებშიც და არის ჯანმრთელობისთვის უვნებელი.

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ყველაზე მთავარ ცნებად მაინც რჩება ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. სწორედ თამბაქოს საშიშმა შემადგენლობამ, ჯანმრთელობის მაჩვენებლის გაუარესებამ გამოიწვია საზოგადოების შეშფოთება მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოებმა რათ თავიდან აიცილებინათ უფრო სერიოზული რისკები დააწესეს რეგულაციები თამბაქოზე თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ამ სენთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვეიპინგთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტორი, რამაც გამოიწვია ისედაც მცირე მიმდევრების თითქმის განახევრების მიზეზი  იყო აფეთქება, ვებ-გვერდმა ecigone.com- მა შექმნა ყოვლისმომცველი სია, შეისწავლა ყველა ცნობილი აფეთქება ვეიპინგის ისტორიაში. სიაში ასახულ იქნა  ზოგიერთი უაღრესად სასარგებლო მონაცემთა ანალიზი აფეთქების შესახებ.

2007 წლიდან დღემდე  მათ აღმოაჩინეს  სიგარეტის აფეთქების სულ 243 შემთხვევა:

63 აფეთქება მოხდა გამოყენების დროს.

84 აფეთქება მოხდა დატენვის დროს.

52 აფეთქება სატრანსპორტო, შენახვის ან უცნობ გარემოებებში

 

 

ითვლება, რომ 2015 წლამდე აფეთქების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ბოლოდროინდელ წლებში ბატარეის სიდიდის  ზრდის გამო (სიმძლავრის გაზრდის ფონზე), ვარაუდობენ  რომ აფეთქებების შედეგი ბევრად უფრო დამაზიანებელია,ვიდრე ოდესმე. თუმცა მთლიანობაში, ბატარეებისა და მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონტროლში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება რათა უზრუნველვყოთ, ელექტრონული სიგარეტის პირველ რიგში  სწორი ექსპლუატაცია და მომხმარებლებისთვის  უსაფრთხო გარემოს შექმნა.

გვინდა აქვე განვიხილოთ ფინანსური განსხვავება სიგარეტის და ელექტრო სიგარეტის მოხმარებას შორის :

უმრავლესობა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური მხარეც, ის თუ რამდენს ხარჯავს ამ ორ ჩვევაში და რომელი მათგანია უფრო ეკონომიური.

მოწევა – 20 კილოგრამიანი პაკეტი ნიუ იორკში ღირს 13 დოლარი. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ,საშუალო მწეველი კვირაში ($ 65) 5 პაკეტს ყიდულობს დაახლოებით $ 260 თვეში ან 3120 $ წელიწადში.ამ ფასებში არ შედის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე დახარჯული ფინანსები.

ელექტრო სიგარეტი  – თავიდან იძენთ მხოლოდ აპარატს თავისი მოწყობილობებით რომელიც სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში ძლებს წელიწადს და მეტსაც, საშუალოდ დაახლოებით $ 50, ეს არის ყველაზე ძვირადღირებული მხარე ვეიპინგისა, პლუს დაახლოებით 15 $-ის  სითხე კვირაში (თუ  ბევრს მოიხმართ $ 60) გამოდის  წელიწადში $ 720.

ზემოთ მოცემული მონაცემებით შეგვიძლია დავასკვნათ რომ ელექტრო სიგარეტის მოხმარება ერთმნიშვნელოვნად ბევრად იაფია.

იაფთან ერთად არის თუ არა უსაფრთხო ელექტრო სიგარეტი ?

ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ანგარიშის თანახმად , რომელიც გამოქვეყნებულია ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ. მაღალკვალიფიციური მეცნიერების, მკვლევარებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალების პრესტიჟულმა ჯგუფმა დაასკვნა რომ  – ელექტრონული სიგარეტი თამბაქოს სიგარეტზე  95% -ზე მეტად უსაფრთხოა.

 

აშშ-ში ელექტრონულ სიგარეტს როგორც თამბაქოს სიგარეტს ასე მოიხსენიებენ. თუმცა ამის მიუხედავად საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამერიკული გულის ასოციაცია (AHA)-ს მიერ გამოქვეყნებული 20-გვერდიანი განცხადების თანახმად, ელექტრონული სიგარები ნაკლებად საშიშია.

 

 

დასკვნა :

ვეიპინგისა და მოწევის შედარებისას, არსებობს მრავალი განსხვავებული ასპექტი, რომლებიც გასათვალისწინებელია თუკი გვინდა დავინახოთ მთლიანი სურათი თუმცა მთავარი მაინც დროა რომელიც გვაჩვენებს და გამოცდის ელექტრო სიგარეტის უვნებლობას.

 

ნაკადული – https://vapingdaily.com/smoking-vs-vaping/

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar