ელექტრო სიგარეტი შოტლანდიის პენიტენციურ სისტემაში

ელექტრო სიგარეტი შოტლანდიის პენიტენციურ სისტემაში

შოტლანდიის ციხეებში 100 000 ფუნტი დაიხარჯა ელექტრო სიგარეტების შეძენაში პატიმრებისთვის. ის მიჰყვება შოტლანდიაში არსებულ კანონს ციხეებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც ნოემბერში შევიდა ძალაში. შოტლანდიის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა დაახლოებით 7,500 ვეიპინგ კომპლექტი გასცა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში გახდება თანამშრომლებისა და პატიმრების ჯანმრთელობის გაუმჯობესების წყარო, თუმცა, კამპანიამ ეჭვქვეშ აყენებს ფულის ასეთ დაბანდებას. მსჯავრდებულის 72% ეწევა 16% მოსახლეობასთან შედარებით. * შოტლანდიის ციხეებში მოწევა აკრძალულია. * პატიმრებს შესთავაზებენ უფასო კიტებს. ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ, SPS- ის განცხადებით, სავარაუდოა, რომ Vaping Kit- ისთვის ჯამური დანახარჯი დაახლოებით 150,000 ევრო იქნება. კიტის ტიპური კომპლექტები დაახლოებით 14 გირვანქა სტერლინგს შეადგენს და შეიცავს კალმისტარს, დამტენს და სამი არომატის სითხეს.

“ეს არის პოზიტიური ნაბიჯი ჩვენს პატიმრებზე ზრუნვისკენ“ აცხადებს SPS -ის სპიკერი ტომ ფოქსი.

„ვფიქრობ, რომ ფული კარგად დაიხარჯა. ჯანმრთელობის სარგებელი ჩვენი თანამშრომლებისთვის პროგრამაზე დახარჯულ თავდაპირველ თანხაზე ბევრად ძვირფასია.“

ჰაერის ხარისხი ციხეებში დაახლოებით 80%-ით გაუმჯობესდა მოწევის აკრძალვის შემდეგ.

BBC Scotland ედინბურგში ესაუბრა რამდენიმე ქალ პატიმარს, რომლებიც მოწევის აკრძალვის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ამბობენ, რომ ვეიპმა ეს აკრძალვა უფრო მარტივი გახადა.

„მოწევის აკრძალვას არ მოყვა სირთულეები ან რაიმე მსგავსი, რაც მოსალოდენლი იყო,“ თქვა ერთერთმა პატიმარმა.

სხვამ დაამატა: „ვეიპი რომ არ გვქონოდა, ეს ბევრ პრობლემას წარმოქმნიდა.“

მიუხედავად ამისა, პატიმრებმა პრეტენზია გამოთქვეს პროგრამის საფასურზე.

„ეს ჩვენ უფრო ძვირად გვიჯდება და ზოგიერთი პატიმარი აქ ფულს ვერ იხდის.“

„მაგრამ ამაე დროს, ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა კარგი.“

საიმონ კლარკი ამბობს, რომ მოწევის აკრძალვა ციხეებში ზედმეტი იყო.

„ყოველშემთხვევაში პატიმრებს უფლება უნდა ჰქონდეთ გარეთ მოწიონ. ვეიპმა შეიძლება ბევრი პატიმარი დააკმაყოფილოს, მაგრამ ზოგიერთისთვის ის ვერ იქნება სიგარეტის შემცვლელი. რატომ არ ვთავაზობთ ელექრო სიგარეტს იმათ, ვისაც მოწევის შეწყვეტა სურს, მაგრამ ამავდროულად დავუშვათ მოწევა სპეციალურად დაწესებულ ადგილებში?“

‘შავი მარკეტი’

საქველმოქმედო ორგანიზაცია Positive prison Positive future-ის უფროსი პიტ ვაითი, რომელიც პატიმრების უფლებებს იცავს, ამბობს, რომ შოტლანდიის ციხეებში უკვე არსებობს შავი ბაზარი.

„როგორც ჩანს, ციხეებში ვეიპინგის მოწყობილობები საკმაოდ კარგად მიიღეს და ზოგიერთი ადამიანისთის ეს მოწევის შეწვეტის შანსი გახდა. მაგრამ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პატიმრების ნაწილი ვერ ეგუება ცვლილებებს და სიგარეტის შავი ბაზარი აყვავდა. თამბაქოს ნახევარი უნცია ახლა დაახლოებით 100ფუნტი ღირს, ქაღალდი – 15, სანთებელები კი – 50.“

წყარო 

 

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar