ბოლო გამოკვლევების მიხედვით ყოველდღიურად ელექტრონული სიგარეტის გამოყენება არ იწვევს ფილტვების დაზიანებას !

ბოლო გამოკვლევების მიხედვით ყოველდღიურად ელექტრონული სიგარეტის გამოყენება არ იწვევს ფილტვების დაზიანებას !

კვლევა ჩატარდა კატალონიის უნივერსიტეტის „შინაგანი დაავადებების მკურნალობის  და ანტი თამბაქოს ცენტრის “ დირექტორის, პროფესორ რიკარდო პოლოსას მიერ.გასულ ივნისში კვლევამ INNCO- ს  გლობალური ჯილდოც დაიმსახურა.

პროფესორმა რიკარდო პოლოსამ და მისმა გუნდმა შეიმუშავეს გეგმა რომლის  მიხედვითაც შეიქმნა პატარა ჯგუფი არამწეველი ახალგაზრდებისა რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ ელექტრო სიგარეტს. მათზე დაკვირვება მიმდინარეობდა დაახლოებით 3 წელიწად ნახევარი,ხოლო შედეგები შედარებულ იქნა ჯგუფთან რომლებსაც არასდროს გამოუყენებიათ ელექტრო სიგარეტი.

„ჩვენ არ შეგვინიშნავს არც სპირომეტრიის (სპირომეტრია – სამედიცინო დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც იზომება ადამიანის სუნთქვის შესაძლებლობები და სუნთქვის პროცესთან დაკავშირებული პათოლოგიური ცვლილებები) დაცემა,არც ფილტვების ანთების გამომწვევი რაიმე პათოლოგია ან სხვა სახის დაზიანება“ – ამბობს პროფესორი რიკარდო.ამასთანავე დამატებით ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით არც არტერიული წნევის ან გულისცემის ცვლილება არ აღინიშნება.

ეს დასკვნა თავის მხრივ რათქმაუნდა მნიშვნელოვანია ზოგადად „ვეიპინგი“-თან მიმართებაში მაგრამ უფრო კონკრეტულად პასუხობს რამდენიმე მედიცინის დოქტორის მიერ გამოხატულ შეშფოთებას არტერიული უჯრედების განმუხტვასთან დაკავშირებით. „ევროპულმა რესპირატორულმა საზოგადოებამ “ (ERS) საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ჩატარდა იტალიის ქალაქ მილანში, 2017 წლის სექტემბერში, აღნიშნა რომ „ვეიპინგი“ არამხოლოდ ხელს უშლის არტერიული წნევის დაცემას არამედ ზრდის მის გამძლეობას.

ზემოთაღნიშნულის საპასუხოდ კი პროფესორმა პიტერ ჰეიკმა,რომელიც ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტში (QMUL) არსებული „თამბაქოზე დამოკიდებულების კვლევის“ დირექტორია აღნიშნა რომ არსებობს სხვა რამეც,რაც იმავე გავლენას ახდენს სხეულზე და ითვლება შეუსაბამოდ ჯანმრთელობასთან, იგულისხმება თამბაქოს შემადგენელი ნიკოტინი, რომელსაც როგორც ცნობილია აქვს სტიმულაციური ეფექტი და კოფეინი (ყავა)  რომელსაც ასევე გააჩნია იგივე ეფექტი.

წყარო – https://www.vapingpost.com/2018/02/09/latest-study-no-lung-damage-reported-following-long-term-daily-vaping/

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar