/widgets.js";var sz=d.getElementsByTagName(s)[0];sz.parentNode.insertBefore(z,sz)}(document,"script","zb-embed-code"));

ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოება (ACS) აცხადებს: ვეიპინგი “ნაკლებად საზიანოა ორგანიზმისთვის, ვიდრე სიგარეტის მოწევა“

ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოება (ACS) აცხადებს:   ვეიპინგი “ნაკლებად საზიანოა ორგანიზმისთვის, ვიდრე სიგარეტის მოწევა“

ACS -მა შეცვალა მისი პოლიტიკა ელექტრო სიგარეტის მიმართ და ახლა მხარს უჭერს მას როგორც მოწევისთვის თავის დანებების ეფექტურ ინსტრუმენტს.

ჰკითხეთ ნებისმიერ მღრუბლავს (ვეიპერს), ის გეტყვის  რომ შეუძლებელი იქნებოდა მოწევისთვის  თავის დანებება რომ არა  ელექტრო სიგარეტი. ვეიპ ინდუსტრია 2000-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა ასპარეზზე ,რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ჯანდაცვის სტრუქტურებში.თავდაპირველად მათ განაცხადეს რომ ელექტრო სიგარეტი საფრთხის შემცველი იყო მომხმარებლისთვის , ამ აზრს იზიარებდა ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოებაც (ACS) თუმცა ერთი კვირის წინ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მათ შეცვალეს პოლიტიკა და ახლა მხარს უჭერენ მას.

რათქმაუნდა მათი პოზიცია არ ითვალისწინებს იმას რომ ელექტრო სიგარეტი სრულიად უვნებელია თუმცა მიიჩნევენ რომ ის ადამიანები რომლებიც შეძლებენ ჩაანაცვლონ ჩვეულებრივი სიგარეტი ელექტრო სიგარეტით ჯანმრთელობის გაუარესებას მინიმუმდე დაიყვანენ, ეს არ ეხება მათ ვინც ორივეს იყენებს. ისინი რჩებიან იმ აზრზე რომ უმჯობესია საერთოდ არცერთი მოვწიოთ, თუმცა თუ ამ ორ პროდუქტს შორის არჩევანის საშუალება გვაქვს სწორი არჩევანი ნათელია.ისინი ადასტურებენ რომ ელექტრო სიგარეტი არის ღირებული ინსტრუმენტი საკუთარი ნებით დაანებო თავი მოწევას ,რაც იძლევა დიდ  საფუძველს განვეწყოთ ოპტიმისტურად.

ელექტრო სიგარეტების შესახებ პირველი განცხადების მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის პროდუქტის გაცნობა, თუმცა სამწუხაროდ თავდაპირველად ყველანაირი დოკუმენტი იწყებოდა ნეგატიურად რაც გამოწვეული იყო მტკიცებულებებისა და ცდების ნაკლებობით თუმცა საბედნიეროდ დღესდღეისობით სტატიებს მიეცა უფრო კეთილგანწყობითი ხასიათი, ეს კონკრეტული სტატია გამოქვეყნებული სწორედ ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების მიერ იწყება ფრაზით „ ვეიპინგი არის ნაკლებად საზიანო ვიდრე სიგარეტის მოწევა“. ეს მაგალითია სხვა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის როგორ უნდა წარმართონ პოლიტიკა ელექტრო სიგარეტთან მიმართებაში, მათ არ მისცეს საშუალება სიამაყეს დაეფარა დადებითი მხარე რაც აქვს ამ ახალ გამოგონებას, მათი მიღწევა კი გახდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი  სიგარეტთან ბრძოლის კამპანიაში, ეს ნიშნავს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.მაგრამ ეს ყოველივე არ მომხდარა მიზეზის გარეშე, ეს არის კულმინაცია იმ რამდენიმე წლიანი გამოკვლევებისა, რომელშიც აღწერილია ვეიპინგის უპირატესობები, პირველი მსხვილი გამოძიება წარმოებული სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნდა 2015 წელს ინგლისში, მეცნიერებმა დაასკვნეს რომ ვეიპინგი 95% ით ნაკლებად საზიანოა ვიდრე სიგარეტი. 2016 წელს ეს ვერსია დაადასტურა სიგარეტით გარდაცვლილების რიცხოვნობის მკვეთრმა შემცირებამ.

კიდევ ერთი შეცდომა რასაც ხშირად უშვებენ „კრიტიკოსები“ მდგომარებოს იმაში რომ ელექტრო სიგარეტი აჩვევს მოზარდს გახდნენ „მწეველები“, რაც აფსურდია რადგან ძირითადი ნაწილი მოზარდებისა რომლებსაც გაუსინჯავთ ელექტრო სიგარეტი, ეწევიან მხოლოდ და მხოლოდ  გემოს გამო და ეს არ იწვევს დამოკიდებულებას ნამდვილ სიგარეტზე.

შეჯამებისთვის ელექტრო სიგარეტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან,საჭიროა მეტი რამ შევიტყოთ ამ „ახალი ხილის“ შესახებ რომ შევძლოთ მტკიცებულებებით დავიცვათ რამდენად უსაფრთხოა ის ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით.იმედს გამოვთქვამთ რომ მომავალში მეტი მსგავსი სტატია გამოქვეყნდება და ბევრი გამოკვლევა ჩატარდება რათა შევძლოთ სიგარეტთან ბრძოლა რითაც არამარტო  შევამცირებთ სიკვდილიანობას არამედ  ჯანსაღი ცხოვრების წესსაც  დავნერგავთ.
წყარო – https://www.churnmag.com/news/american-cancer-society-says-vaping-less-harmful-smoking/

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar