საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა ელექტრო სიგარეტი, როგორც სიგარეტთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა ელექტრო სიგარეტი, როგორც სიგარეტთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად

საფრანგეთის საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტოს  შეფასებით, 2010 წლიდან საფრანგეთში ელექტრო სიგარეტის გამოყენება 700.000 ადამიანს დაეხმარა სიგარეტისგან გათავისუფლებაში. სააგენტომ თავიანთ საიტზე გამოაქვეყნა სპეციალური დასკვნა, რომელიც ეფუძვნება 25.000 მოქალაქის გამოკითხვას.  კვლევამ დაადასტურა რომ გამოკითხულთა ნახევარმა სრულად დაანება თავი სიგარეტს, 10.6 % აგრძელებს მოწევას დრო და დრო, ხოლო რომლებიც აგრძელებდნენ სიგარეტის და ელექტროს გამოყენებას ერთად, ბოლო 3 წელიწადში მათი რიცხვი განახევრდა.  64,5% დან 37,9% მდე.  ამავდროულად ორმაგად გაიზარდა მათი რიცხვი ვინც თავი დაანება სიგარეტს. მონაცემები გაიზარდა 23,5% დან 49,5% მდე. ვინც აგრძელებს მაინც შიგადაშიგ ელექტროსთან ერთად ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევას, აღნიშნავენ რომ ორჯერ მაინც შეამცირეს სიგარეტის მოწევა.  „ბოლო 7 წლის განმავლობაში 700.000 მა ადამიანმა დაანება სიგარეტს თავი ელექტრო სიგარეტის დახმარებით“. – იუწყება სამინისტრო.

გამოკითხვის შედეგებით, ყოფილი მწეველები მაღალ შეფასებას აძლევენ ელექტრო სიგარეტის ეფეტურობას. ¾ მომხმარებლების დარწმუნებულები არიან რომ სწორედ ვეიფმა დაანებებინა მათ სიგარეტზე თავი. 68% მა დაადასტურა რომ მანამდე სხვადასხვა ნიკოტინის მოთხოვნის დამაძლეველ საშუალებებს მიმართეს, მაგრამ შედეგი არ მოუტანია.  

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი რომ, 1% ზე ნაკლებია იმ ელექტრო სიგარეტის მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც მანამდე სიგარეტს არ ეწეოდნენ. დანარჩენ შემთხვევებში ყველა ყოფილი მწეველია. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ უკუაგდებს იმ აზრს, თითქოს ვეიფმა შეიძლება პროვოცირება მოახდინოს არამწეველ ადამიანზე და დააწყებინოს მას ვეიფის გამოყენება. „ელექტრო სიგარეტი როგორც ჩანს არ გახდა პროდუქტი, რომელსაც არამწეველი მომხმარებლები გამოიყენებენ“ – განაცხადა გამომცემლობა LE Figaro- სთან ინტერვიუში საფრანგეთის საყოველთაო ჯანდაცვის მკვლევარმა ენ პასკერომ.

კვლევამ გვაჩვენა რომ თავად ვეიპერები მიიჩნევენ ელექტრო სიგარეტს ბევრად ჯანრთელს ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტს. ამ აზრს სრულად მხარს უჭერს ადამიანები უმაღლესი განათლებით და მაღალი სოციალური სტატუსით, ასევე ბევრი ავტორიტარული ექსპერტები.

ფრანგ კოლეგებს ეთანხმება ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელმაც ივნისში ოფიციალური საიტი აამუშავა რომელიც ელექტრო სიგარეტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.  „ძალიან ბევრს ადამიანს აქვს ნიკოტინით დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, როდესაც აგდებენ სიგარეტს. ვეიპინგს შეუძლია ეს მოთხოვნილება აუნაზღაუროს ადამიანებს თან, ყოველგვარი ტოქსიკების გარეშე რაც აქვს სიგარეტს“ ნათქვამია ახალი ზელანდიის  ჯანდაცვის მინისტრის მიერ.

საფრანგეთის და ახალი ზელანდიის გარდა, ვეიპინგის მეშვეობით სიგარეტს ებრძვის ძალიან ბევრი ქვეყანა (მათ შორის მალე საქართველოც იქნება იმედია. ავტ. ) მაგალითად ბრიტანეთმა 2018 წელს აამუშავა ნაციონალური პროგრამა, რომელიც მოუწოდებს მწეველებს გადავიდნენ ელექტრო სიგარეტზე.  მათ რიცხვშია კანადაც. კანადის ჯანდაცვის სამინისტროც მოუწოდებს მწეველებს გადავიდნენ ელექტრო სიგარეტზე, თუ ისინი ვერ ახერხებენ სიგარეტზე თავის დანებებას. 

წყარო იხილეთ აქ

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar