როგორ შეიქმნა ელექტრო სიგარეტი

როგორ შეიქმნა ელექტრო სიგარეტი

ჩვენი დღევანდელი სტატია დავიწყოთ იმით, რომ ელექტრო სიგარეტის შექმნის ისტორია იწყება რაც არ უნდა გასაკვირი იყოს – თამბაქოსგან. რომ არა თამბაქო არ იქნებოდა ელექტრო სიგარეტი, არავის არც კი მოაფიქრდებოდა ელექტრო სიგარეტის შექმნა. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში თამბაქო კოლონიზატორების მიერ იქნა შეტანილი ევროპაში, რომლებიც თავის მხრივ ამერიკის ათვისებასაც ცდილობდნენ. მიახლოებით ამ დროდანვე იწყება ბრძოლა მოწევის წინააღმდეგ, ჩვენს დროში კი როცა ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, იგონებენ უამრავ საშუალებას რომლებიც თამამად „შეერკინებიან“ ამ მავნე ჩვევას. ესენია დასაკრობები, ნიკოტინის საღეჭი რეზინები, ჰიპნოზიც კი… რას არ იგონებენ… ბოლო 10 წლის მანძილზე კი გამოჩნდა პრინციპულად ახალი და საუკეთესო საშუალება თამბაქოსთან ბრძოლისთვის, რომლადაც ითვლება ელექტრო სიგარეტი, ხოლო ვეიპინგი ჩამოყალიბდა ახალ სუბკულტურად რომელიც ძალიან დიდი სიჩქარით განვითარდა.

ძალიან ბევრს ჰგონია რომ ელექტრო სიგარეტი მოიგონეს ჩინეთში.  ნაწილობრივ ეს სიმართლეცაა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. მოდით ცოტა ღრმად ჩავწვდეთ და გავიხსენოთ პირველი ნიშნები ელექტრო სიგარეტის შესახებ. პირველი ხსენება ელექტრო სიგარეტის ჯერ კიდევ 1930 წელით თარიღდება. არის ნაპოვნი დოკუმენტები სადაც  პირველი პატენტის შესახებაა ნახსენები ჯოზეფონ რობინსონის მიერ. სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ მონახაზებია და არაფერი ადასტურებს იმას რომ ეს მონახაზი პრაქტიკაში იქნა გამოყენებული.

პირველი გამოჩენა ელექტრო სიგარეტის  პრაქტიკაში, ჯერ კიდევ შორეულ 1965 წელს უკავშირდება. ამერიკაში გილბერტის მიერ მოხდა მისი დაპატენტება, მაგრამ მისმა პროექტმა პოპულარობა ვერ მოიპოვა და ვერ გახდა ფართო გამოყენების პროდუქტი.

კიდევ ერთი, გვიანი აღმოჩენა თარიღდება 1979 წლით, როცა ფილ რეი რომელიც დაკავებული იყო კომპიუტერული ინდუსტრიის სფეროში , თავის მეგობარ ექიმთან და მეცნიერთადნ ერთად დაიწყო მუშაობა ელექტრო სიგარეტზე. ამ მოდელს ნამდვილად შეეძლო იმ პერიოდში ბაზრის დაპყრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოწყობილობის პრინციპი ემყარებოდა ნიკოტინის აორთქლების მეთოდებს და იმავე წელს ერთობლივი მუშაობის შედეგად, პირველი მეცნიერული ნაშრომი გამოჩნდა სხეულში ნიკოტინის შესაძლო მიწოდებაზე.

და აი ჩვენ ნელ ნელა უახლოვდებით დღევანდელ დღეს როდესაც ვეიპინგი ვითარდება და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შველის. უნდა ითქვას, რომ ათი წლის განმავლობაში (1990-2000 წლებში) მთელ მსოფლიოში ჩატარდა ასობით გამოკვლევა და ტესტირება ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებით, მაგრამ ტექნოლოგიამ და აღჭურვილობამ არ მისცა სასურველი შედეგი. დაახლოებით იმავე პერიოდში, აღმოაჩინეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც დღეს პოპულარულია, ჩვენ ვსაუბრობთ HnB სისტემაზე და 90-იან წლებში უკვე ვიცოდით ამის შესახებ. ხოლო პირველად გამოიგონა და დააპატენტა ელექტრონული სიგარეტი, 2003 წელს ჰონგ ლიკმა. ის არის მეცნიერი და ფარმაცევტი ჩინეთიდან. მისი მამა გარდაიცვალა ფილტვების სიმსივნით, რომელიც მოწევისგან იყო გამოწვეული. თვითონაც სიგარეტზე დამოკიდებული იყო. მამის გარდაცვალების შემდგომ, მან გადაწყვიტა შეექმნა ისეთი მოწყობილობა რომელიც ადამიანებს გადააგდებინებდა სიგარეტს. ჰონგ ლიკმა მალევე  მიიღო ორი ევროპული კომპანიისგან პატენტი და ქარხანა „Golden Dragon Holding” სერიული წარმოებისთვის.  

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar