კანაფის აორთქლება – ეს არის მიზეზი ყველაფრის – CDC საბოლოო დასკვნას დებს

კანაფის აორთქლება – ეს არის მიზეზი ყველაფრის – CDC საბოლოო დასკვნას დებს

დაავადებების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრმა ამერიკაში, გამოქვეყნა საბოლოო დასკვნა ბოლოდროინდელ მისტიურ დაავადებთან დაკავშირებით, რომლებიც ამერიკაში სხვადასხვა შტატში დაფიქსირდა. დასკვნის მიხედვით ეს შემთხვევები პირდაპირ დაკავშირებულია THC კარტრიჯებთან და კანაფის ზეთის შემცველი სითხის აორთქლებასთან, რომლებიც შაბ ბაზარზე იყიდება შტატებში. (ბოლო თვეში 10 მდე ესეთი “შავი მარკეტი” აღმოაჩინეს და დახურეს. თოთოეული 5000 მდე THC კარტრიჯს ამზადებდა დღეში)

გახმაურებულმა ამბებმა, მოხმარებელი ჩააგდო გაურკვევლობაში რადგან სხვადასხვა პოლიტიკოსები ამერიკაში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იჩენდნენ ნიკოტინიანი სითხის მიმართ. ძალიან მალევე, 4 სექტემბერს გუბერნატორი გრეტჰენ უიტმერი იყო პირველი ვინც აკრძალა არომატიზატორული სითხე, ისე რომ ყურადღება არ მიაქცია “შავი მარკეტის” გაფუჭებულ კანაფის სითხეებს. მალევე მასაჩუსეთი და ნიუიორკიც აყვა მას (ამ უკანასკნელმა გადაიფიქრა როგორც ჩანს და ნიუიორკში აღარ აპირებენ არაფრის აკრძალვას)

CDC ცნობით დაზარალებულების მხოლოდ 16% აცხადებს რომ იყენებდა მხოლოდ ნიკოტინს. არა სითხეს, არამედ მხოლოდ ნიკოტინს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ რომ ეს პროცენტი გაცილებით დაბალია, რადგან დაზარალებულებს არ სურთ ლაპარაკი კანაფის სითხის შესახებ. პაციენტების რაოდენობა მიჩიგანში 20 მდე გაიზარდა და უმრავლესობა აცხადებს რომ იყენებდნენ კანაფის სითხეს.

მიჩიგანის შტატში ბრძოლა “თინეიჯერი ვეიპერების” და არომატიზირებული სითხეების წინააღმდეგ, ნისლს ფენს მთავარ საკითხს – კანაფის სითხის “შავ ბაზარს”. რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს და უამრავი ექსპერტის კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა შტატი. იმ დროს, როცა სხვა შტატები აფრთხილებდნენ მოხმარებლებს “შავი ბაზრისა” და THC კარტრიჯების შესახებ, მიჩიგანის შტატი მაშინ ჩუმად იყო.

“ამ ჩახლართულ სიტუაციას მივყავართ ძალიან ცუდ პოლიტიკამდე” აცხადებს Metro Times სთან დოქტორი მაიკლ სიგელი, ჯანდაცვის პროფესორი ბოსტონის უნივერსიტეტში. “იმის მაგივრად რომ ჩაერიონ და ხელი შეუშალონ არალეგალურ THC კარტრიჯების გავრცელებას “შავი ბაზრიდან” , პოლიტიკოსები კრძალავენ არომატიზირებულ სითხეებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ბოლო დროინდელ ამბებთან. ამ პროდუქტების აკრძალვა, ძალიან ბევრ ყოფილ მწეველს დააბრუნებს ისევ სიგარეტზე, ასევე დამატებით შექმნის ახალ “შავ ბაზარს” არომატიზირებული სითხეებისას. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ახალგაზრდა ვეიპერები, რომლებიც არომატიზირებულ სითხეებს აორთქლებდნენ, შეიძლება გადავიდნენ მარიხუანას გემოს სითხეებზე და ამის რეზულტატი კი საბოლოოდ იქნება იმაზე დიდი ინციდენტების სერია, რაც ახლა არის”

New Frontier Data ის ცნობით, რომელიც აანალიზებს კანაფის ლეგალურ ბიზნესს, 2 წლის წინ კანაფის კარტრიჯების წილი ბაზარზე იყო ერთი მესამედი. კარტრიჯები პოპულარულია, რადგან ისინი შეუმჩნევლებია და არ ღირს ძვირი.

leafly ის ცნობით 50 მილიონამდე კანაფის კარტრიჯი შეიძლება იყოს გაფუჭებული და შეიცავდეს აცეტონს, პესტიციდებს და ვიტამინ E -ს. სწორედ ეს უკანასკნელი იქნა აღმოჩენილი პაციენტების უმრავლესობაში – ვიტამინ E.

სხვა მოხსნებებში, რომლებიც წინა პარასკევს გამოქვეყნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ აღმოაჩინა რომ 86 პაციენტიდან, რომლებიც გამოიკითხნენ ილიოისში და ვისკონსინში, უმრავლესობა იუწყება რომ მათ შეიძინეს თავიანთი კანაფის სითხის შემცველი კარტრიჯები “სავ ბაზარზე” მანამდე სანამ თავს ცუდად იგრძნობდნენ. ამოღებული კარტრიჯებიდან უმრავლესობა იყოს “Dank Vapes”, “Off White”, “TKO” და “Moon Rocks” ის.

“Dank Vapes” როგორც ჩანს ამათ შორის არის ყველაზე პოპულარული და ხილული კომპანია, რადგან აქვთ თავიანთი ვებ საიტი და ასევე გვევლინებიან დისტრიბუტორებად THC კარტრიჯების. ამ ყველაფერს კი ისე აკეთებენ, რომ არც წარმოება აქვთ და არც ლეგალურად გაყიდვის უფლება. ” – ამბობენ მოხსენებაში.

CDC მ ვერ აღმოაჩინა ვერც ერთი პროდუქტი ან ნივთიერება, რომელიც სეიზლება იწვევდეს ფილტვის ტკივილს, მაგრამ ჯანდაცვის ექსპერტები მიუთითებენ ვიტამინ E ზე , რომელიც გამოიყენება სითხის არევის და დამზადების პროცესში შავ ბაზარზე. აცეტატ ვიტამინ E წინა წლის ბოლოდან განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რადგან ძალიან ხელმისაწვდომი იყო და ნარკომოვაჭრეებმაც მაქსიმალურად გაზარდეს მისი გაყიდვების რიცხვი ფინანსური დაინტერესების გამო. კანაფის ზეთი ღირს ძალიან ძვირი, ხოლო აცეტატ ვიტამინ E და კანაფის ზეთი ერთმანეთს ძალიან გავს. ამიტომაც ნარკომოვაჭრეებმა, ვიტამინ E გაურიეს ჩვეულებრივ სითხეში და ასარებდნენ როგორც THC ს.

პროდუქტის კონტროლის თანამშრომლებმა, კვლევის შედეგად აღმოაჩინეს აცეტატ ვიტამინ E იმ პაციენტების კარტრიჯებში, რომლებიც ამ ინციდენტის მსხვერპლნი არიან. ეს პროცესი მთელი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარეობდა და ყველგან აცეტატ ვიტამინ E იქნა აღმოჩენილი. ამას ადასტურებს ასევე CDC ის კვლევებიც.

წყარო

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar