არაბთა გაერთიანებულ საამიროებმა ვეიპინგი ლეგალიზებული გახადა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებმა ვეიპინგი ლეგალიზებული გახადა

რამდენიმე თვის დაკვირვების შემდეგ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობამ განაცხადა, რომ გააუქმებს აკრძალვას ელექტრო სიგარეტის გაყიდვასთან დაკავშირებით. პირველი დამტკიცებული პროდუქცია სავარაუდოდ ხელმისაწვდომი იქნება აპრილის შუა რიცხვებში. გასულ შემოდგომაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ არაბული სააგენტოს მარეგულირებელმა ორგანომ (ESMA-Emirates Authority for Standardisation and Metrology) 2009 წლის კანონიდან გაყიდვების წესების მეორე განხილვა დაიწყო. მიღება და ვეიპის გამოყენება არ არის უკანონო. გაყიდვები იქნება ლეგალიზებული პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტებით. მისი გაყიდვაც დარეგულირდება ასაკის მიხედვით. განუცხადა დუბაის ჯანდაცვის სამინისტრომ ხალიჯ ტაიმს. “ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები პირველები იყვნენ მათ შორის, ვინც აკრძალა ვეიპინგი და ბევრი ისევ ამ კანონით ცხოვრობს.” სტანდარტები მალე საჯარო გახდება და ასევე რეგულირდება იმპორტირება, წარმოება, განაწილება და შეფუთვა. წესები გამოქვეყნდება არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიერ UAE.S 5030, განაცხადა Abu Dhabi World-მა. გარდა ვეიპისა და ელექტრონული სიგარეტის სითხისა, რეგულაციები დაფარავს  ფილიპ მორისის საერთაშორისო IQOS მოწყობილობასაც. Abu Dhabi World აცხადებს, რომ სტანდარტი ევროპულ და ბრიტანულ კანონებზეა დამყარებული.  UAE – ეს არის სპარსეთის ყურის 7 პატარა მონარქიის ფედერაცია საუდის არაბეთში. ემირატებში 10 მილიონზე ნაკლები მოსახლეობაა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში (საუდის არაბეთის შემდეგ) სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს და მსოფლიოში მეშვიდე უმსხვილესი ნავთობის რეზერვს აკონტროლებს. დუბაი და აბუ-დაბი უმსხვილესი ქალაქებია ქვეყანაში. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები პირველები იყვნენ მათ შორის, ვინც აკრძალა ვეიპინგი და ბევრი ისევ ამ კანონით ცხოვრობს. UAE-სგან განსხვავებით, ბაჰრეინი , ბრუნეი, ირანი, იორდანია , ლიბანი , ომანი , კატარი და საუდის არაბეთი მხარს უჭერენ ვეიპინგის აკრძალვას, თუმცა საკმაოდ რთულია ითქვას, თუ რა შედის ზუსტად ამ კანონებში. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ძალიან მკაცრადაა ვეიპინგი აკრძალული, ხშირია მიწისქვეშა ელ-სიგარეტის პროდუქტების ბაზარი.

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Skip to toolbar